пятница, 25 апреля 2014 г.

მესამე მოდულის რეფლექსია

                    ჩვენი ტრენინგი სიღრმისეულად უფრო საიინტერესო ხდება. მას შემდეგ, რაც ჩვენი პრეზენტაციისა და მოსწავლეთა საჭიროებების მოკვლევის მიზნით შექმნილი შეფასების ფორმების გაზიარების შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი მიზანი იქნება, განსაზღვროთ, როგორ მოვახერხებთ   ჩვენს სასწავლო პროექტში 21- საუკუნის უნარების ინტეგრირებას.
              ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ, თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ ინტერნეტ თანამშრომლობით რესურსები:
  • აზრების, იდეებისა და პროექტების გაზიარების მიზნით;
  • ვებსაიტების ბმულების გაზიარების მიზნით;
  • სხვისი აზრის გაგებისა და საკუთარი აზრების გაზიარებისთვის;
  • სხვისი მასალების შეცვლის, განახლებისა და წაშლის მიზნით;
  • მრავალდონიანი ვებსაიტების შექმნისთვის;
  • ერთგვაროვანი, ჟურნალის მსგავსი დოკუმენტების შექმნისთვის.


понедельник, 21 апреля 2014 г.

მეორე მოდულის რეფლექსია




                                 მეორე  მოდული დამეხმარა, რომ გამეანალიზებინა  თუ  როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და  როგორ შეიძლება დავგეგმო მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება.
                 მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან;
           ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
        თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
     შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვებია, კონკრეტული პასუხებით.

пятница, 11 апреля 2014 г.

11 აპრილი. მოლოდინი......................

         ველოდები ხვალინდელ დღეს , საინტერესო რტენინგია,ტრენერი  განსაკუთრებული, კოლეგებთან  თანამშრომლობით კი სიახლეებს ვეცნობი,  ყველაფერს პრაქტიკულად ვახორციელებთ,  მეორე მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო პროექტების დაგეგმვაში.

მეორე მოდული დავიწყეთ......................


         ქალბატონი ნანა , ჩვენი  მეგობარია, ახლა უკვე გვასწავლის სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას რომლის დახმარებითაც გავიუმჯობესებთ სასწავლო პროცესს. ამისათვის კი გვიხსნის , რომ პროექტის გეგმაზე მუშაობა უნდა დავიწყოთ საგნობრივი სტანდარტიდან გამომდინარე, საჭიროა  ვიცოდეთ და კონკრეტულად ავიღოთ იდეა , რათა შევავსოთ შაბლონი , რომელიც მოიცავს  სასწავლო პროექტის  ყველა მიმართულებას. 
         ჩვენმა ტრენერმა გაგავაცნო, რომ  მეორე  მოდულის გაცნობა დაგვეხმარება გავაანალიზოთ სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.




 .

პუბლიკაცია, ფლაერი,პირველი მოდულის რეფლექსია

           ქალბატონი ნანა ძალებს არ ზოგავს ჩვენთვის, მან თავიდანვე გაგვაცნო  რომ ტრენინგი შედგებოდა ცხრა მოდულისაგან. დავასრულეთ პირველი მოდული, გავეცანით შემდეგ საკითხებს.საინტერესოა ჩვენი მუშაობის პროცესი! ურთიერთ თანამშრომლობა ბევრის მომცემია.
             გავეცანით სხვა ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების პრეზენტაციებს, კრიტიკულად გავიაზრეთ და შევაფასეთ.
         მთავარი და მნიშვნელოვანი კიდევ ბევრია...
დავგეგმეთ პროექტის ჩარჩო, ამის ფარგლებში გავიაზრეთ, თუ რა როლის შესრულება მოუწევთ მოსწავლეებს.  ვფიქრობ, სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს დღევანდელობასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები, რაც ამ როლში ყოფნით გამოუმუშავდებათ მოსწავლეებს, ეს გავითვალისწინეთ  აქტივობებსა  და საეროდ პროექტის მსვლელობაში.
დავგეგმეთ პროექტის შენაარსი. გავიაზრეთ, თუ საბოლოოდ მიღებული შედეგი, პროდუქტი რამდენად ითვალისწინებს სააზროვნო უნარების დონეებს, შევქმენით  მისი პროტოტიპი, ბლოგი, ბროშურა, პოსტერი, გავითვალისწინეთ ისტ ტექნილოგიების როლი ამ ყველაფერში... შემდეგ განვსაზღვრეთ მისი შეფასების კრიტერიუმები და გავიაზრეთ, საბოლოოდ როგორ, რა მექანიზმებით ავსახოთ ეს შეფასებები პროექტის მსვლელობის გეგმაში, პროცესში.
           საკმაოდ რთულია ეს ყველაფერი ასე დეტალურად გაითვალისწინოს მასწავლებელმა,  ამ ყველაფერს ის ამარტივებს, რომ მოცემული კურსის ფარგლებში გვაქვს    ჩეკლისტების   რუბრიკების, სქემების უამრავი ვარიანტი, საიდანაც შეგვიძლია ამორჩევა, მსგავსი რესურსის შექმნა და გამოყენება.


6 აპრილი, რა მოაქვს პროექტებით სწავლებას?

            სასწავლო პროექტი     შესაძლებლობას   იძლევა   სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა  ჩართულობა.                                            პროექტის გონივრული მონახაზის    შედგენა და გააზრებული დაგეგმვა კი საჭიროა მოსწავლეთა აქტიური ჩართვისთვის სასწავლო პროცესში.                                                                                              პროექტებზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სირმისეული დავალებების შესრულებისას,რომელიც მოითხოვს მოსწავლისგან აქტიურ კვლევას და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას.                                                               სასწავლო პროექტში მნისვნელოვანია საკვანძო სიტყვები, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს რეალურ ცხოვრებისეულ კონტექსტთან.                                                                        პროექტებით სწავლება მოსწავლეს უვითარებს აზროვნების უნარს, თანამშრომლობას, კომუნიკაციას და პასუხისმგებლობის გრძნობას, ამ  ყველაფრის  მისაღწევად კი საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ დაგეგმილი აქტივობები მოსწავლეს დაეხმარება დასახული ამოცანების მიღწევაში.                      

30 მარტი, 5აპრილი. 2014წელი. 21-ე საუ

ჩვენი ტრენინგი ითვალისწინებს თუ როგორ შეიძლება განუვითაროთ   მოსწავლეებს  21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები.ნებისმიერი მშობლის სურვილია მოსწავლე  სკოლის დამთავრების შემდეგ  ფლობდეს;
 -ლოგიკური აზროვნების უნარს;
-დამოუკიდებლად მუშაობა;
-კრიტიკული აზროვნება;
 -სოციუმთან ურთიერთობა;
-თავდაჯერებულობა;
-იყოს ტოლერანტი;
-ტექნოლოგიებთან მუშაობა;
-მიზანდასახულობა;
-უცხო ენის ფლობა;
-შეძლოს თვითმართვა;
-საკუთარი თავის პრეზენტაცია.
        ქალბატონი ნანა ზედმიწევნით გვიხსნის და გვარკვევს რომ სწორედ ჩვენი ტრენინგი ემსახურება ამ და სხვა უნარ-ჩვევების განვითარებას სასწავლო მიზნებისთვის პროექტების  გამოყენება.

რეფლექსია, ტრენინგის პირველი დღე

             საერთოდ ტრენინგებს დიდ პატივს ვსემ და ძალიან მახარებს ის რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საგანმანათლებლო სფეროში არსებული სიახლეებით და ცდილობენ გაგვაცნონ და გვასწავლონ.ჩვენი განმანათლებელი ამ ეტაპზე არის ქალბატონი ნანა ედიშერაშვილი, რომელსაც  დიდ მადლობას ვუხდი წინასწარ.

четверг, 10 апреля 2014 г.

         პირველი მოდული
-მასწავლებლის როლი იცვლება;
-21-ე საუკუნის ჩვევები;
-კორნელის მეთოდი;
-სუგატა-მიტრას ვიდეო;
-შევქმენით საქაღალდე;
-გავეცანით და დავამზადეთ პუბლიკაცია, ბროშურები;
-ბლოგების შექმნა;
-გავეცანით რესურსებს:
-სასწავლო პროექტის ნიმუში.