სასწავლო პროექტი შესაძლებლობას იძლევა სასწავლო
აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. პროექტის
გონივრული მონახაზის შედგენა და გააზრებული დაგეგმვა
კი საჭიროა მოსწავლეთა აქტიური ჩართვისთვის სასწავლო პროცესში. პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სირმისეული დავალებების
შესრულებისას,რომელიც მოითხოვს მოსწავლისგან აქტიურ კვლევას და სწავლის რეალური შედეგის
ჩვენებას. სასწავლო პროექტში მნისვნელოვანია
საკვანძო სიტყვები, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს რეალურ ცხოვრებისეულ
კონტექსტთან. პროექტებით სწავლება მოსწავლეს
უვითარებს აზროვნების უნარს, თანამშრომლობას, კომუნიკაციას და პასუხისმგებლობის გრძნობას,
ამ ყველაფრის მისაღწევად კი საჭიროა დავრწმუნდეთ,
რომ დაგეგმილი აქტივობები მოსწავლეს დაეხმარება დასახული ამოცანების მიღწევაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий