вторник, 6 мая 2014 г.
понедельник, 5 мая 2014 г.
მერვე მოდულის რეფლექსია- პროექტის პრეზენტაცია
ჩვენი ტრენინგისთვის განკუთვნილი დრო იწურება, ქალბატონი ნანა თავის საქმიანობაზე უზადოდ შეყვარებული პიროვნებაა, ეს სითბო ჩვენც გადაგვედო და ახლა უნდა დაგვტოვოს, თუმცა მომავალი შეხვედრის იმედი გვაქვს.
ამ მოდულში კოლეგებთან ერთად წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები. სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ, განვსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაზიარების დადებითი მხარეები და შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი კოლეგებისთვის.
ამ მოდულით ჩემთვის ნათელი გახდა თუ როგორ
უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები
ყველაზე ეფექტურად,
სწავლების
პროცესის
ხელშეწყობისა
და
მოსწავლეთა
სწავლის შეფასების
მიზნით.
კურსის მეშვეობით მიღებული ახალი ცოდნიდან კვლევამ მიჩვენა, რომ სწავლის პროცესზე გავლენას იქონიებს შესწავლილის სისტემატური ანალიზი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სასწავლო მიზნებისთვის. კურსიდან მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ კლასში, სწავლების ან დაგეგმვის პროცესში, სწავლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს- ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს, რომ იზრუნა ჩვენს განვითარებაზე და კოლეგებს -გულთბილი თანამშრომლობისთვის.
воскресенье, 4 мая 2014 г.
მე-6 და მე-7 მოდულის რეფესია-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის და ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
წინა მოდულებში ჩვენ მოსწავლის როლი მოვირგეთ, რათა მოსწავლის მიერ შექმნილი სავარაუდო ნაშრომის ნიმუში მოგვემზადებინა, შემდეგ კი მასწავლებლის ნაცნობ როლს დავუბრუნდით და სავარაუდო ნაშრომის შეფასების გეგმა შევადგინეთ. ამ მოდულმა გამარკვია, როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით., აგრეთვე როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი
თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ და როგორ დავაკმაყოფილო მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები.
ამ აქტივობაში წყვილებში და ჯგუფებში ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე. მიღებული შედეგები დაგვეხმარა, გავაუმჯობესოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების სტრატეგიები. გამოვიყენეთ 3-2-1 სტრატეგია:
- დავსვით სამი შეკითხვა.:
- გავაკეთეთ ორი კომენტარი.:
- შევთავაზეთ ერთი რჩევა..
- მეშვიდე მოდულში განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ამავე მოდულის ფარგლებში, შევქმენით დოკუმენტი პრეზენტაციას ან რუბრიკის სახით.
- ამ მოდულით გავიგე, თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად და რამდენად მნიშვნელოვანია კითხვების დასმა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვის. კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
суббота, 3 мая 2014 г.
მეხუთე მოდულის რეფლექსია- მოსწავლეთა პროექტების შეფასება
ჩვენი ტრენინგი ძალზედ საინტერესო ფაზაში შედის, ბევრი სიახლე გავიგეთ, ქალბატონი ნანა კი ზედმიწევნით და გარკვევით გვიხსნის ყველაფერს.
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით , თუ როგორ უნდა შევაფასო მოსწავლის სწავლა და როგორ შეიძლება ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში. ამ მოდულში გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები.
გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ჩანაწერებს მესამე აქტივობიდან და, საჭიროებისამებრ, შევიტანეთ ცვლილებები სავარაუდო ნაშრომსა და შეფასების გეგმაში. დავრწმუნდით, რომ ჩვენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების ფორმები ერთმანეთს შეესაბამება.
четверг, 1 мая 2014 г.
მეოთხე მოდულის რეფლექსია-სასწავლო ნიმუშების შექმნა
ამ მოდულში ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის, ნიმუში კონკრეტული სასწავლო მიზნისთვის. შექმნილ სასწავლო ნიმუშებს შევაფასებთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვის პროცესში გავითვალისწინე თუ რომელი სტანდარტები და მიზნები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, მაღალი სააზროვნო დონისა და 21=ე საუკუნის უნარჩვევები მსურს რომ ავსახო ნიმუშში.გადავხედე დიზაინის დამატებით მახასიათებლებს; შევარჩიე ისეთი მახასიათებლები, რომლებიც პრეზენტაციის დახვეწას შეუწყობს ხელს.
ამ მოდულის დახმარებით გავერკვიე თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის
ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით რათა უზრუნველვყო მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)