четверг, 1 мая 2014 г.

მეოთხე მოდულის რეფლექსია-სასწავლო ნიმუშების შექმნა


  ამ მოდულში ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის,  ნიმუში კონკრეტული სასწავლო მიზნისთვის. შექმნილ სასწავლო ნიმუშებს შევაფასებთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით.
  მოსწავლის პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარა, გამერკვია, რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს.
 მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვის პროცესში გავითვალისწინე თუ რომელი სტანდარტები და მიზნები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, მაღალი სააზროვნო დონისა და 21=ე საუკუნის უნარჩვევები მსურს რომ ავსახო  ნიმუშში.გადავხედე დიზაინის დამატებით მახასიათებლებს; შევარჩიე  ისეთი მახასიათებლები, რომლებიც პრეზენტაციის დახვეწას შეუწყობს ხელს.
        ამ მოდულის დახმარებით გავერკვიე თუ როგორ უნდა გამოვიყენო  ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით  რათა უზრუნველვყო  მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა.



Комментариев нет:

Отправить комментарий