суббота, 3 мая 2014 г.

მეხუთე მოდულის რეფლექსია- მოსწავლეთა პროექტების შეფასება

        ჩვენი ტრენინგი ძალზედ საინტერესო ფაზაში შედის, ბევრი სიახლე გავიგეთ, ქალბატონი ნანა კი  ზედმიწევნით და გარკვევით გვიხსნის ყველაფერს.
      მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით , თუ როგორ უნდა შევაფასო მოსწავლის სწავლა და როგორ შეიძლება ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში.                                        ამ მოდულში გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21- საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის   ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ   შეფასებების   გეგმა  და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები.
            გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების   ჩანაწერებს   მესამე აქტივობიდან   და, საჭიროებისამებრ,   შევიტანეთ   ცვლილებები   სავარაუდო   ნაშრომსა   და   შეფასების   გეგმაში. დავრწმუნდით, რომ ჩვენი   მოსწავლის    სავარაუდო   ნაშრომი და   შეფასების   ფორმები ერთმანეთს   შეესაბამება.

Комментариев нет:

Отправить комментарий