воскресенье, 4 мая 2014 г.

მე-6 და მე-7 მოდულის რეფესია-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის და ფასილიტაცია ტექნოლოგიებით

     წინა მოდულებში ჩვენ მოსწავლის როლი მოვირგეთ, რათა მოსწავლის მიერ შექმნილი სავარაუდო ნაშრომის ნიმუში მოგვემზადებინა, შემდეგ კი მასწავლებლის ნაცნობ როლს დავუბრუნდით და სავარაუდო ნაშრომის შეფასების გეგმა შევადგინეთ. ამ მოდულმა   გამარკვია, როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურადსწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით., აგრეთვე როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ და როგორ დავაკმაყოფილო მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები.
   ამ აქტივობაში წყვილებში  და  ჯგუფებში ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზემიღებული შედეგები დაგვეხმარაგავაუმჯობესოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების სტრატეგიები.   გამოვიყენეთ 3-2-1 სტრატეგია:
  • დავსვით სამი შეკითხვა.:
  • გავაკეთეთ ორი კომენტარი.:
  • შევთავაზეთ ერთი რჩევა..
  •    მეშვიდე მოდულში განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ამავე მოდულის ფარგლებში,  შევქმენით დოკუმენტი  პრეზენტაციას ან რუბრიკის სახით.
  •          ამ მოდულით გავიგე, თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესშიროგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად და  რამდენად  მნიშვნელოვანია კითხვების დასმა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვის.  კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий