ჩვენი ტრენინგისთვის განკუთვნილი დრო იწურება, ქალბატონი ნანა თავის საქმიანობაზე უზადოდ შეყვარებული პიროვნებაა, ეს სითბო ჩვენც გადაგვედო და ახლა უნდა დაგვტოვოს, თუმცა მომავალი შეხვედრის იმედი გვაქვს.
ამ მოდულში კოლეგებთან ერთად წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები. სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ, განვსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაზიარების დადებითი მხარეები და შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი კოლეგებისთვის.
ამ მოდულით ჩემთვის ნათელი გახდა თუ როგორ
უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები
ყველაზე ეფექტურად,
სწავლების
პროცესის
ხელშეწყობისა
და
მოსწავლეთა
სწავლის შეფასების
მიზნით.
კურსის მეშვეობით მიღებული ახალი ცოდნიდან კვლევამ მიჩვენა, რომ სწავლის პროცესზე გავლენას იქონიებს შესწავლილის სისტემატური ანალიზი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სასწავლო მიზნებისთვის. კურსიდან მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ კლასში, სწავლების ან დაგეგმვის პროცესში, სწავლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს- ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს, რომ იზრუნა ჩვენს განვითარებაზე და კოლეგებს -გულთბილი თანამშრომლობისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий